რატი ანდრონიკაშვილი, მურსია
Aa
Aa

ახალი კლუბი ცნობილია - ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ „მურსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

21 წლის კალათბურთელი აქამდე აშშ-ის სტუდენტურ ლიგაში, „კრეიტონში“ გამოდიოდა, თუმცა გუნდი მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა. რატი ამ დრომდე უკლუბოდ იყო და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს არჩევანი საბოლოოდ ესპანეთის ჩემპიონატზე შეაჩერა.

კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მხარეებს შორის დროებითი კონტრაქტი გაფორმდა, რომელშიც თანამშრომლობის გახანგრძლივების პუნქტიც არის შეყვანილი.

საგულისხმოა, რომ ანდრონიკაშვილი „მურსიაში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ კალათბურთელ, ტად მაკფადენთან ერთად ითამაშებს. რატი ახალ გუნდს ხვალიდან შეუერთდება და დიდი შანსია, რომ დებიუტი 3 დეკემბერს, „ბასკონიას“ წინააღმდეგ ჰქონდეს.

ამ დროისთვის, „მურსია“ ესპანეთის ჩემპიონატში 4 მოგებით და 5 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფება და პარალელურად საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ დამაჯერებლად გაიმარჯვა
შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ დამაჯერებლად გაიმარჯვა