ხვიჩა კვარაცხელია, ადამა ტრაორე
Aa
Aa

ადამა კვარას შემცვლელად? - ნაპოლი თავის დაზღვევას აპირებს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ვულვზის“ გარემარბის, ადამა ტრაორეს შეძენას შეეცდება.

იტალიური გამოცემა la Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებას აქამდეც ცდილობდა, თუმცა ტრაორეს პირადი ინტერესების გამო, რაც „ბარსელონაში“ თამაშს გულისხმობდა, შეთანხმება ვერ შედგა. ახლა კი ნეაპოლიტანური გუნდი „ვულვზთან“ კონტრაქტის ამოწურვას ელოდება, რომელიც ფეხბურთელს 2023 წლის ივნისში უმთავრდება, რის შემდეგაც „ნაპოლი“ 25 წლის გარემარბს უფასოდ დაიმატებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერს რეალურს ის გარემოებაც ხდის, რომ „პარტენოპეის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპული ტოპ-კლუბებიდან ინტერესი საკმაოდ დიდია და „ნაპოლის“ სეზონის ბოლოს 21 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება გაუჭირდება. იმის მიუხედავად, რომ დე ლაურენტისი ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს, ზაფხულში ხვიჩას წასვლის შანსი მაინც დიდია.

ადამა ტრაორე ნომინალურად მარჯვენა გარემარბია, თუმცა მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, მათ შორის მარცხენა შემტევადაც. Gazzetta-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი ადამას კვარაცხელიას შემცვლელად მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადონას შვილი: “ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია“
მარადონას შვილი: “ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია“