კარიმ ბენზემა, კატარი 2022
Aa
Aa

ეკიპი: „ბენზემას წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფეროა“

„ეკიპის“ ცნობით, მას შემდეგ რაც კარიმ ბენზემამ ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრების შეკრება დატოვა, დიდიე დეშამის გუნდში შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფეროა, ფეხბურთელები თავს უფრო კომფორტულად და თავისუფლად გრძნობენ.

„ეკიპის“ ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებიდან ბენზემას მხოლოდ მარკუს ტურამი დაემშვიდობა, დეშამი და ტურამი მეგობრები არიან.

ამ თემაზე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა აურელინ ჩუამენმა მედიასთან ისაუბრა. 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველის თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: 

„ინფორმაცია, რომ ბენზემას გუნდიდან წასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში უკეთესი ატმოსფეროა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბენზემას ნაკრებში ყოფნისას ყველაფერი ძალიან კარგად იყო“.

გასულ კვირაში ურუგვაელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა დიეგო ლუგანომ SportsCenter-თან საფრანგეთის ნაკრებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის ნაკრებში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ბენზემას არყოფნით ბედნიერები არიან. 2011 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებულის აზრით, საფრანგეთის ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც ბენზემას მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან.

„საფრანგეთის ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც იმ ფაქტით, რომ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს, ბედნიერები არიან. ამაში დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ჩემი თანაგუნდელი იყო. ასეთი რამ ურუგვაის, ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრებში არასდროს მოხდებოდა. აღნიშნულ ნაკრებებში ეს შეუძლებელია.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მწვრთნელი როგორი ფორმაციის ნაკრებს ქმნის, როგორ უდგება მოთამაშეებს და რამდენად ზრუნავს თითოეულ მოთამაშეზე“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “პედრი მუნდიალზე უჩვეულო სიმწიფეს ავლენს“
ჩავი: “პედრი მუნდიალზე უჩვეულო სიმწიფეს ავლენს“