ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დესაიმ კვარა აბუჩად აიგდო და არ შეიმჩნია: „მეეჭვება ნაპოლიმ ეს შეძლოს“

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „მილანის“ ყოფილმა მცველმა მარსელ დესაიმ სერია A-ს შესახებ ისაუბრა და ფავორიტები ჩამოთვალა. ის თვლის, რომ „ნაპოლი“ რიტმს ვერ გაუძლებს და კონკურენტები ამით ისარგებლებენ.

„მომწონს ის მიქსი, რაც ნაპოლიშია - ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების შერწყმა. სკუდეტოს მოგება კარგია, მაგრამ მთავარი კონსოლიდაციაა. აქ ვხედავთ, რომ ოთხმოციანი და ოთხმოცდაათიანი წლების საფუძვლები ხელახლა იქმნება, როცა ის მსოფლიოში საუკეთესო კლუბი იყო. მილანი ისევ ცოცხალია.

მე მიყვარს სპალეტის გუნდის ენერგია, მაგრამ მეეჭვება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაძლონ. ამ შემთხვევაში იუვენტუსი და მილანი აუცილებლად ისარგებლებენ“.

დესაის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ არის ამ ტრიოდან ჩემპიონობისთვის უფრო უკეთ მზად - კვარაცხელია, ლაუტარო, თუ ვლაჰოვიჩი? დესაიმ „კვარა“ აბუჩად აიგდო და მას იგნორი გაუკეთა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხვიჩას ამისთვის მზად არ მიიჩნევს.

„ლაუტაროს ამის გაკეთება შეუძლია. მე ნამდვილად მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ მას ნამდვილად სურს იყოს საუკეთესო? მბაპე და ჰოლანდი ამას აჩვენებენ, დიახ, ხოლო დუშანი ინტენსივობის თვალსაზრისით სტაბილური არ არის. მიუხედავად ამისა მას აქვს ნიჭი, რომ თავისი თაობის ვან ბასტენი გახდეს“.

- ამბობს დესაი.

ვნახოთ სეზონის ბოლოს სკუდეტო ვის დარჩება და ამჯერად მაინც, თუ ახსენებს დესაი კვარაცხელიას, როცა ხვიჩას შესახებ ჟურნალისტები კითხვას დაუსვამენ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადონას შვილი: “ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია“
მარადონას შვილი: “ხვიჩა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია“