ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშო მარცხით დაასრულა
„კიუშუ ბაშოს“ ფინალურ დღეს ტოჩინოშინი კარგად ნაცნობ მეტოქეს კომოსუბი ტამავაშის დაუპირისპირდა, რომელთანაც კარიერაში აქამდე 31 ბრძოლა აქვს ჩატარებული, 20-ჯერ მოუგო და 11-ჯერ დამარცხდა.
რაც შეეხება დღევანდელ 32-ე დაპირისპირებას, ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა მეტოქე უფრო დამაჯერებლად უტევდა. საბოლოოდ, ტამავაშიმ უვატენაგეს ილეთით ლევანის დოჰიოზე დაგდება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მე-14 დღეს გადამწყვეტი ბრძოლა დათმო და უარყოფითი ბალანსი გაიფორმა, რის შემდეგაც მომდევნო ტურნირზე ქართველი სუმოტორი წოდებით დაქვეითდება.