ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ტურნირი +65 წლის ასაკის ქალ მოჭადრაკეთა შორის იმართება და 81 წლის ნონა გაფრინდაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. 11 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ ჭადრაკის სამყაროს ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში.

ასევე, +50 წლის მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონობა მოიპოვა ზურაბ სტურუამ, რომელმაც 8.5 ქულა მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის, სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა (50+) ბრაზილიელ დარსი ლიმასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა