ტატა მარტინო: “არგენტინას ბევრი მომენტი არ ჰქონდა“
არგენტინის ნაკრებმა მექსიკა 2:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. მექსიკის ნაკრები ლეო მესიმ გატეხა. მეორე ტაიმში, „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ენცო ფერნანდესს საგოლე პასი გაუკეთა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მექსიკის ნაკრების მწვრთნელმა ტატა მარტინომ კომენტარი გააკეთა.
მარტინო:
„გოლის ეპიზოდში ჩავვარდით. მიუხედავად იმისა, რომ მესის იქამდე არაფერი გაუკეთებია, წამებში გვატკინა. ჯგუფიდან გასვლის ძალიან ცოტა შანსი გვაქვს. ბოლო ტურში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩემს გუნდს მტკიცე ხასიათი და მენტალობა აქვს. სწორედ ამიტომ, ეჭვი არ მეპარება, რომ საუდის არაბეთს დავამარცხებთ.
გუარდადოს კუნთის ტრავმა აქვს და სწორედ ამიტომ ვეღარ ითამაშა. ვფიქრობ, ჩვენ უდიდესი სულისკვეთებით ვითამაშეთ. არგენტინას ბევრი მომენტი არ ჰქონდა და მათი გოლი საჯარიმოს გარედან გავიდა. პირველ ტაიმში, გუნდის კაპიტნის დაკარგვა მძიმე დარტყმაა.“
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, არგენტინას 3 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. 3 ქულა აქვს საუდის არაბეთსაც, თუმცა „ალბისელესტე“ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე კი 4 ქულით პოლონეთია. ჯგუფის ქვედა საფეხურზე მექსიკა 1 ქულით იმყოფება.
შემდეგ ტურში, არგენტინა პოლონეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 30 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა