გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ დამაჯერებლად გაიმარჯვა

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „ბრეოგანს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით 86:61 დაამარცხა.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელსაც რეალურად კარგი მატჩ არ ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 13 წუთი და 58 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 7 ქულას და 1 მოხსნას მოუყარა თავი.

მიუხედავად შერმადინის პასიურობისა, „ტენერიფემ“, როგორც უკვე მოგახსენეთ მაინც მარტივად გაიმარჯვა. ვიდორეტას გუნდს 12 ქულით და 2 მოხსნით სასუ სალინმა ულიდერა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ლენოვო „ტენერიფეს“ სატურნირო ცხრილში 16 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ლიდერი გახდა. შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებს. მატჩი 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კადეტთა ევროპის თასი - 15 წლის კუვაევას ვერცხლის მედალი
კადეტთა ევროპის თასი - 15 წლის კუვაევას ვერცხლის მედალი