კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

ზიდანის შედეგი გაიმეორეს - მბაპეს და გრიზმანის მიღწევა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთმა დანია 2:0 დაამარცხა, ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა და არასასიამოვნო ტრადიცია დაარღვია.

აღნიშნულ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, ხოლო „პარი სენ ჟერმენის“ შემტევს მეორე გოლის დროს საგოლე გადაცემა ანტუან გრიზმანმა გაუკეთა. ამით კი საკმაოდ საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა.

პირველ რიგში, კილიან მბაპემ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 31 გოლი დააგროვა, რაც ზიდანის შედეგის გამეორებას ნიშნავს. ლეგენდარულ ფრანგს „მამლებში“ ამავე რაოდენობის გოლები აქვს გატანილი.

რაც შეეხება გრიზმანს, „ატლეტიკოს“ შემტევმა ეროვნულ ნაკრებში 26-ე საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ასევე ზიდანის შედეგის გამეორებაა. მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა „მამლებში“ თავისი კარიერის განმავლობაში თანაგუნდელებს 26-ჯერ გაატანინა.

ამასთან დაკავშირებით, ანტუანმა კომენტარი გააკეთა.

„ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ, მაგრამ ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა და არა პირადად ჩემი. სტატისტიკა არ ტყუის, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა დიდებულად იმუშავა დღეს. ჩემი შედეგიც მათი დამსახურებაა. მთავარი კი გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინი: “მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მოხუცები ვართ“
დე ბრუინი: “მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, მოხუცები ვართ“