კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ჯონ ობი მიკელი
Aa
Aa

მიკელი: “რონალდუს დიდი ეგო აქვს, მე მესის ვამჯობინებ“

მსოფლიოში უამრავი ადამიანი დავობს, თუ ვინ არის საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი. თავისი მოსაზრება დააფიქსირა ჯონ ობი მიკელმა, რომელიც ახლა კატარში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატს თვალს ადევნებს.

რა თქვა მიკელმა?

„რონალდუს გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. როდესაც ფეხბურთელს ძალიან დიდი ეგო აქვს, ჩემთვის მიუღებელია. კრიშტიანუ არასდროს ყოფილა ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი და სწორედ ამიტომ ყოველთვის ლეო მესის ვირჩევდი.

პორტუგალიელის ინტერვიუ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. პროფესიონალი ფეხბურთელები ასე არ იქცევიან. გუნდის შიდა სამზარეულოს საჯაროდ გამოტანა ყოვლად მიუღებელია.“

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა პორტუგალიელმა პირს მორგანთან საუბრისას განაცხადა, რომ მას „იუნაიტედში“ პატივს არ სცემენ და არც ის სცემს ერიკ ტენ ჰაგს პატივს.

ამ ინტერვიუს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, კრიშტიანუმ „მანჩესტერული“ კარიერა დაასრულა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მსოფლიო ვარსკვლავმა „წითელი ეშმაკები“ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ - “ტოტალური გენიოსი“ - რეკორდები და ანტირეკორდები მუნდიალზე
კრიშტიანუ - “ტოტალური გენიოსი“ - რეკორდები და ანტირეკორდები მუნდიალზე