დიდი წარმატება - ნინო ქორიძის ოქრო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
ბატუტზე ხტომაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ნინო ქორიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობთ, ქორიძე 31 მონაწილეს შორის 90,740 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ფინალში ქართველი სპორტსმენი საუკეთესო იყო, ნინო ქორიძემ 50, 090 ქულა დააგროვა, მეორე პოზიციაზე იაპონელი იუკი მასუტანი გავიდა, მის აქტივში 49, 640 ქულაა. მესამე ადგილი ასევე იაპონელმა ჰიმარი მაცუმოტომ 47, 970 ქულით დაიკავა.
საუკეთესო რვა მონაწილე ასე გადანაწილდა:
1) ნინო ქორიძე (საქართველო, 50, 090, 2) იუკი მასუტანი (იაპონია, 49, 640), 3) ჰიმარი მაცუმოტო (იაპონია, 47, 970), 4) პრესლავა პენჩევა (ბულგარეთი, 47, 900), 5) ლილიანა გიუნტერი (47, 030) 6) კაროლინა ურსო (იტალია, 46, 670), 7) მაგდალენა კისიოვა (ბულგარეთი, 37, 920), სოფი დარუ (საფრანგეთი, 20, 370).
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა.