გოლდენ გორი, არეა, მებრძოლი
Aa
Aa

მოგება ფინალში: მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ძიუდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართულმა კლუბმა „მებრძოლმა“ სერბული „რედ სტარი“ 3:2 დაამარცხა. „მებრძოლის“ მხრიდან გამარჯვება შემდეგმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს: ბაგრატ ნინიაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გურამ თუშიშვილი. რაც შეეხება მარცხს, გიორგი ჩიხელიძემ და გიორგი გუგავამ შეხვედრები დათმეს.

ფინალური შეხვედრები

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართულ კლუბს, „გოლდენ გორმა“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში „გოლდენ გორმა“ ქართული კლუბი „არეა“ 3:2 დაამარცხა. „გოლდენ გორის“ მხრიდან გამარჯვება შემდეგი ძიუდოისტების აქტივშია: ვაჟა მარგველაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი. მარცხი ლაშა შავდათუაშვილმა განიცადა, მას ვახტანგ პავლიაშვილმა სძლია, რაც სენსაციად ითვლება. 

შეგახსენებთ, 1/2-ფინალში თბილისურმა კლუბმა „მებრძოლმა“ „გოლდენ გორი“ 4:1 დაამარცხა, რის შემდეგაც გორული კლუბი ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო და „არეას“ ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავდათუაშვილის სენსაციური მარცხი - გოლდენ გორის ბრინჯაო ჩემპიონთა ლიგაზე
შავდათუაშვილის სენსაციური მარცხი - გოლდენ გორის ბრინჯაო ჩემპიონთა ლიგაზე