ესპანეთი, გერმანია, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“მჯერა და მწამს ჩემი გუნდის“ - ფლიკი ესპანეთთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ესპანეთი გერმანიას შეხვდება. მატჩის წინ, ბუნდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ფლიკმა?

„გერმანიის რეპუტაციაზე პასუხი კვირას იქნება. შესაძლოა ამაზე სწორი პასუხიც კი მიიღოთ. ჩვენთვის ბოლო ორი ტურნირი კარგი არ იყო და გვსურს, რომ ეს ყველაფერი ახლა თავიდან ავიცილოთ. ესპანეთთან დაპირისპირება ამ ჩემპიონატზე ჩვენთვის პირველი ფინალია.

საბოლოო ვარჯიშს უნდა დაველოდოთ და მხოლოდ შემდეგ გავიგებთ ზუსტ პასუხს სანეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კარგი ამბავი ის, რომ მას ვარჯიში შეუძლია. ჩვენმა ექიმებმა დიდებული სამუშაო ჩაატარეს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება სიტუაცია.

საკუთარ ტაქტიკაში დარწმუნებული ვარ. თუ 100 %-ით ზუსტები არ ვიქნებით ესპანეთს სივრცეს დავუტოვებთ. ეს დაგვემართა იაპონიასთან. ასეთი მარცხი ყოველთვის მწარეა, რადგან ამის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენს გზას ვაგრძელებთ. მჯერა და მწამს ჩემი გუნდის. გვაქვს უდიდესი გამბედაობა და რწმენა“

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ესპანეთმა კოსტა რიკა 7:0 დაამარცხა. გერმანიამ კი იაპონიასთან 1:2 წააგო. ბუნდეს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის გამარჯვება აუცილებლად სჭირდება. „ფურია როხას“ და გერმანიის დაპირისპირება 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა