ესპანეთი, გერმანია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“ეიფორიაში არ ვართ“ - ლუის ენრიკე გერმანიასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ესპანეთი გერმანიას შეხვდება. მატჩის წინ, „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ ?

„გერმანია არის ის უიშვიათესი ნაკრები, რომელიც სათამაშო სტილით ესპანეთს ჰგავს. ჰანსი ფლიკის გუნდი ყოველთვის შეტევაზე, პრესინგზე და ბურთის კონტროლზე ფიქრობს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, გახსნილი მატჩი იქნება და გამოჩნდება, თუ ვინ არის უკეთესი. გერმანია მსოფლიო ჩემპიონია. მათ წინააღმდეგ 1994 წელს ვითამაშე და მინდა გითხრათ, რომ მათი ფიზიკური დონე ბრუტალური იყო.

გერმანია არის ნაკრები, რომელსაც მატჩის მიმდინარეობისას დინამიკის შეცვლა თავისუფლად შეუძლია. ისტორიამ აჩვენა, რომ მათ საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. სწორედ ამიტომ, გამარჯვებას ვაპირებთ. ვფიქრობ, გავის ასეთი თამაში ყველასთვის სიურპრიზია. ის უდიდესი ტალანტია და დიდი მომავალი აქვს.

ეიფორიაში არ ვართ. ჩვენ უბრალოდ 3 ქულა გვაქვს და ზედმეტი თავდაჯერებულობა არ არის საჭირო. გერმანიას ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება. ძირითადი შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია. ამის წინასწარ გაკეთება არ მიყვარს. როგორც წესი, თერთმეტეულს არასდროს ვიმეორებ.“

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ესპანეთმა კოსტა რიკა 7:0 დაამარცხა. გერმანიამ კი იაპონიასთან 1:2 წააგო. ბუნდეს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის გამარჯვება აუცილებლად სჭირდება. „ფურია როხას“ და გერმანიის დაპირისპირება 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა
სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა