კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

კრიშტიანუ - “ტოტალური გენიოსი“ - რეკორდები და ანტირეკორდები მუნდიალზე

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიამ განას უმძიმეს ბრძოლაში 3:2 მოუგო. პირველი გოლი კი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი თვითონ გამოიმუშავა. ამის გამო მას FIFA-მ ტოტალური გენიოსი უწოდა.

ამ გოლით კი 37 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

რონალდუს მიერ გატანილი გოლი განის ნაკრების მწვრთნელმა დაიწუნა. მეტიც, ის გაღიზიანდა კიდეც და ხმამაღლა განაცხადა, რომ მსაჯი შეცდა - პენალტი არ იყო.

დოჰაში გამართულ ბრიფინგზე, FIFA-ს ტექნიკური კვლევის ჯგუფის (TSG) წევრმა სანდი ოლიზეჰმა თქვა, რომ თავდამსხმელები დროთა განმავლობაში „ჭკვიანები ხდებიან“.

TSG, რომელსაც ხელმძღვანელობს არსენალის ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი, უყურებს თითოეულ მატჩს და აქვეყნებს ანალიზს შესრულების მონაცემებისა და ტენდენციების ჩათვლით.

მიმდინარე მუნდიალზე ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ, მსაჯებმა 10 თერთმეტმეტრიანი დანიშნეს და სულ მალე ალბათ რეკორდიც დამყარდება. ამჟამინდელი რეკორდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ეკუთვნის, სადაც 24 პენალტი დაინიშნა.

თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ლევანდოვსკიმ, დეივისმა და ალ დავსარმა ვერ გაიტანეს. დანარჩენ შემთხვევებში ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს.

ჯგუფურ ეტაპზე უკვე 4 უგოლო მატჩი ვიხილეთ, რაც ასევე ახალი ანტირეკორდია. 16 მატჩის შემდეგ, უგოლო შეხვედრებმა 25 % დაიკავა და ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მეხუთე 0:0 კი მეორე ტურში დაფიქსირდა. ინგლისმა და ამერიკამ ქულები გაიყვეს.

მუნდიალზე 0:0-ების რეკორდი შვიდს შეადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შემთხვევა 5-ჯერ დაფიქსირდა, თავისუფლად უნდა ვივარაუდოთ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ამ კუთხითაც გამორჩეული იქნება. დაგეგმილი 64 მატჩიდან ჯერ მხოლოდ 20 ჩატარდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბევრი რამით არის გამორჩეული მათ შორის რეკორდებით და ანტირეკორდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზარი: „თუ ედენი კარგად ითამაშებს, ბელგიას მუნდიალის მოგება შეუძლია“
აზარი: „თუ ედენი კარგად ითამაშებს, ბელგიას მუნდიალის მოგება შეუძლია“