გოლდენ გორი, არეა, მებრძოლი
Aa
Aa

შავდათუაშვილის სენსაციური მარცხი - გოლდენ გორის ბრინჯაო ჩემპიონთა ლიგაზე

ძიუდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე „გოლდენ გორმა“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში „გოლდენ გორმა“ ქართული კლუბი „არეა“ 3:2 დაამარცხა.

„გოლდენ გორის“ მხრიდან გამარჯვება შემდეგი ძიუდოისტების აქტივშია: ვაჟა მარგველაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი. მარცხი ლაშა შავდათუაშვილმა განიცადა, მას ვახტანგ პავლიაშვილმა სძლია, რაც სენსაციად ითვლება. 

ნახევარფინალში ვლადიმერ ახალკაცს ტრავმის გამო არ უასპარეზია.

1/4-ფინალში „გოლდენ გორმა" ესპანურ „სტაბიას" 3:2 სძლია და 1/2 ფინალში გავიდა. ესპანურ კლუბთან შეხვედრაში გამარჯვება შავდათუაშვილმა, მაისურაძემ და ზაალიშვილმა მოიპოვეს, თუმცა ახალკაცი და მარგველაშვილი დამარცხდნენ.

1/2-ფინალში თბილისურმა კლუბმა „მებრძოლმა“ „გოლდენ გორი“ 4:1 დაამარცხა, რის შემდეგაც გორული კლუბი ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო და „არეას“ ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში პირველად - თუშიშვილმა ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა
კარიერაში პირველად - თუშიშვილმა ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა