კიუშუ ბაშო: უარყოფითი ბალანსი გაიფორმა - ტოჩინოშინის მე-8 მარცხი
კიუშუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა სადანოუმი იყო. ეს სუმოტორებისთვის ფინალის ტოლფასი დაპირისპირება გახლდათ, რადგან ორივე მათგანს ბალანსი 6:7-ზე ჰქონდა. წაგება უარყოფითი ბალანსის გაფორმებას ნიშნავდა.
ლევანმა ბრძოლა მოუმზადებლად დაიწყო და წამებში ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. მეტოქეს მისი დოჰიოდან გადაყვანა არ გასჭირვებია.
დღევანდელ დღემდე გორგაძე სადანოუმის 12-ჯერ დაუპირისპირდა და მისი დამარცხება 7-ჯერ შეძლო.
ამრიგად, ქართველმა სეკიტორმა უარყოფითი ბალანსი გაიფორმა და მომდევნო ტურნირზე რანგით დაქვეითება ელის.
ხვალ ტურნირის ფინალური ბრძოლები გაიმართება. ტოჩინოშინის მეტოქე ჯერჯერობით გარკვეული არ არის.