კეინი: პირველი მატჩის შემდეგ, ხალხი ფიქრობდა ყველას გავანადგურებდით
აშშ-სთან უფერული 0:0-ის შემდეგ, ჰარი კეინი პრესას ესაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა.
„რა თქმა უნდა, არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. ბურთის კარგი კონტროლი გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ამას შედეგი არ მოჰყოლია. სუფთად შენახული კარი ჯგუფში კარგ პოზიციამდე მიგვიყვანს".
– რა აკლდა თქვენს თამაშს?
„რეალიზაცია, ირანთან თამაშისგან განსხვავებით. ორი-სამი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყვანეთ. ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.
მეტოქე პრესინგს კარგად ახორციელებდა და სირთულეებს ქმნიდა. დროდადრო კარგად ვუმკლავდებოდით. ჩვენ პატივს ვცემთ მათ. ვიცით, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ფრე კარგი შედეგია, რადგან არცერთი მატჩი არ არის მარტივი.
ჩვენი პირველი თამაშის შემდეგ ხალხს ეგონა, რომ გზად ყველაფერს გავანადგურებდით, მაგრამ ეს ასე არ არის. დღეს კარგ გუნდს ვეთამაშეთ. მაგრამ ეს ის არ არის, რისთვისაც ჩვენ აქ მოვედით",
- თქვა ინგლისელთა კაპიტანმა.
ინგლისელთა რეკორდული 0:0
ეს არის მე-12 შემთხვევა, როდესაც ინგლისის თამაში მუნდიალზე 0-0 ფრედ დასრულდა.
ეს არის მუნდიალების ისტორიაში ყველა სხვა გუნდზე მეტი. აშშ-ისთვის კი ეს ტურნირზე პირველი უგოლო ფრე გახლდათ.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა 1950 წლის შემდეგ პირველად ევროპულ ნაკრებთან უგოლოდ ითამაშა. ეს სერია 18 მატჩი გრძელდებოდა.