კატარი 2022, გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

საუთგეიტი: ქომაგებმა გვისტვინეს? არ მგონია ეს ჩვენი მისამართით ყოფილიყო

ინგლისის ნაკრებმა მეორე ტურში აშშ-ის წინააღმდეგ საკმაოდ მძიმედ და უსახურად ითამაშა, რისთვისაც ბრიტანული პრესის კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

გარეთ საუთგეიტის გუნდს ქომაგებიც აკრიტიკებდნენ და ტრიბუნებიდან მათ მიმართ სტვენაც ისმოდა, თუმცა თავად მწვრთნელი არ თვლის, რომ ეს მათი მისამართით იყო.

„დარწმუნებული ვარ, ბევრი ხმაური იქნება. ეს გარეგანი ხმაურის ტურნირია. ჩვენზე ზეწოლა იქნება და გარედან ხმაურს უნდა ველოდოთ.

ჩვენ გზაზე ვიმყოფებით, ბევრი აღარ დაგვრჩა. ჯგუფის მოგება მაინც შეგვიძლია, სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი.

სტვენა ჩვენი მისამართით? არ მგონია, რომ ეს ჩვენ მიმართ იყო. არ ვიცი. დიახ, ჩვენს თამაშთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, კრიტიკა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი გუნდი ვერ შეძლებს ჯგუფში 9 ქულა აიღოს. ფეხბურთელები იმედგაცრუებულები არიან, ჩვენთვის ამჟამად მნიშვნელოვანი წინსვლის გაგრძელებაა“.

- განაცხადა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი 4 ქულით ლიდერია. მეორე ადგილზე 3 ქულით ირანია, აშშ-ს 2 ქულა აქვს, უელსს კი 1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრის სატონი: „რონალდუ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს“
კრის სატონი: „რონალდუ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს“