„ფემინისტები არიან და მსოფლიოს ვერ მოიგებენ" - UFC-ის მებრძოლმა ბრაზილიას გადაუარა
UFC-ის მებრძოლმა, პაულო კოსტამ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები გააკრიტიკა. საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლის ყოფილმა მონაწილემ „სელესაოს“ მოთამაშეებს ფემინისტები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი მუნდიალზე წარმატებას ვერ მიაღწევენ.
„ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები პატივსაცემი იყო მაშინ, როცა 2006 ან 2002 წელს გუნდში ნარკოდილერები ჰყავდა, რომლებიც პარტიული ჩინოვნიკებისგან და ტრანსექსუალებისგან ისეთ ფეხბურთელებს ქმნიდნენ, როგორიც რონალდოა.
ახლა ყველა მათგანი ფემინისტია ან ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ თეთრია და გეი არაა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებენ. დააბრუნეთ ძველი დრო“
.
Brazilian soccer team were respectable when they had drug dealers to make party’s officials and shemale fucker Like Ronald at 2006 or 2002 . Now they all are feminists or apologize for being straight white . They cannot win wolrd cup sorry . Bring old times back pic.twitter.com/NJUfdjMyug
— Paulo Costa ( Borrachinha ) (@BorrachinhaMMA) November 24, 2022
შეგახსენებთ, რომ „სელესაომ“ მუნდიალი სერბეთის ნაკრების დამარცხებით დაიწყო. ბრაზილია პირველ ადგილზე იმყოფება და შვეიცარიას ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უსწრებს. „სელესაო“ მომდევნო მატჩს სწორედ შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს და ეს 28 ნოემბერს მოხდება.