ჩემპიონთა ლიგა - გორში ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავები იასპარეზებენ
ხვალ გორის სპორტის სასახლეში ძიუდოში ისტორიული ტურნირი გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ეტაპზე სამი ქართული გუნდი „გოლდენ გორი“ , „მებრძოლი“ და „არეა“ იასპარეზებს.
მეოთხედფინალურ ეტაპზე გორელები ესპანურ „სტაბიას“ დაუპირისპირდებიან. „გოლდენ გორის“ რიგებში ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ვლადიმირ ახალკაცი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე ( 90) და გელა ზაალიშვილი (+90) იასპარეზებენ.
„მებრძოლის“ მეტოქე ფრანგული „პსჟ“ იქნება, სადაც ლეგენდარული ტედი რინერი ირიცხება. ჩვენი გუნდის ღირსებას კი გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66), გიორგი ჩიხელიძე (73), ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური (90), ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ონისე სანებლიძე (+90) დაიცავენ.
მესამე ქართული კლუბი „არეა“ ბელგრადის „რედ სტარს“ შეხვდება. ქართულ გუნდის სახელს თენგო ზირაქაშვილი, გიორგი სარდალაშვილი (66), გიორგი ტერაშვილი, ვახტანგ პავლიაშვილი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81), სოსო ებილაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90), საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე (+90) დაიცავენ.
ისტორიული ტურნირი სტარტს 10 საათზე აიღებს და მასზე დასწრება თავისუფალია.