კატარი 2022
Aa
Aa

დრამატული მატჩი - ირანმა უელსს 98-ე და 101-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური B ჯგუფის შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც ირანი უელსს დაუპირისპირდა და 2:0 მოუგო.

ბევრი ამ მატჩის ფავორიტად უელსს მიიჩნევდა, თუმცა კარლუშ კეირუშის გუნდმა ბრიტანელებს ყველა ასპექტში აჯობეს და დამსახურებულადაც მოიგეს.

უამრავი მომენტის შექმნის მიუხედავად ირანელები გოლის გატანას მაინც ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმში გარდამტეხი მომენტი 86-ე წუთზე ჰენესის უხეშობა იყო, რა დროსაც უელსი მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა.

ამის შემდეგ, არბიტრმა შეხვედრას 9 წუთი დაამატა. ირანმა მეტოქე მაინც გატეხა და ჯერ 98-ე წუთზე ჩეშმიმ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.

ეს გოლი ისტორიაში შევიდა. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი ყველაზე გვიანი გოლი, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა. საუბარია დამატებითი ტაიმების გარეშე გატანილ გოლებზე. ამ სტატისტიკას 1966 წლიდან ითვლიან.

101-ე წუთზე კი რეზაიეიანმა კონტრშეტევისას შეხვედრას წერტილი დაუსვა - 2:0.

ამ მატჩის შემდეგ, ჯგუფში ვითარება ძალიან დაიძაბა. ბოლო ტურში ირანსა და აშშ-ს  შორის უკიდურესად დაძაბულ შეხვედრას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა