კატარი 2022
Aa
Aa

გერმანელები წინა ღამით შეიკრიბნენ და საპროსტესტო ჟესტზე 1 საათი ბჭობდნენ

გერმანიის ნაკრების ვარსკვლავებმა იაპონიასთან მატჩის წინ პოლიტიკურ ჟესტებზე ისაუბრეს.

Sport1.de-ს ცნობით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინა საღამოს, გერმანიის ნაკრების შვიდი ვარსკვლავი დოჰაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Dursit-ში შეიკრიბნენ. კერძოდ, მანუელ ნოიერი, ილკაი გიუნდოგანი, იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და თომას მიულერი.

ერთი საათის განმავლობაში მოთამაშეები განიხილავდნენ ჟესტებსა და სიმბოლოებს, რომლებიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ იაპონიასთან თამაშში პროტესტის ნიშნად. შედეგად, ფეხბურთელთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ გუნდური ფოტოს გადაღებისას პირზე ხელი აეფარებინათ.

წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების ზოგიერთ ვარსკვლავს ეს დისკუსია აღიზიანებდა, მათ ურჩევნიათ მსგავს აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ. კერძოდ, საუბარია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებმაც Sport1.de-ს ცნობით, სოციალური ქსელების გამოყენება სერიოზულად შეზღუდეს ან მთლიანად შეწყვიტეს. საუბარია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მათ გამოყენებაზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანია 27 ნოემბერს, მეორე ტურში ესპანეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა