ლუის ენრიკე: აქვთ, თუ არა ფეხბურთელებს სექსი? ჩვენ საწვრთნელ ბანაკში ვართ
ლუის ენრიკემ პრესასთან, ასევე მაყურებლებთან ისაუბრა და სხვადასხვა თემებთან ერთად ფეხბურთელთა სექსუალური ცხოვრების წესსაც შეეხო.
„ლუჩომ“ სტრიმისას მაყურებლის კითხვას უპასუხა, უნდა მოერიდონ თუ არა მოთამაშეები სექსს მატჩების წინ.
„ჩვენ ახლა საწვრთნელ ბაზაზე ვართ, ასე რომ სექსით დაკავებას ფეხბურთელები ვერ შეძლებენ. მაგრამ ზოგადად ეს აბსურდია.
ცხადია, თამაშის წინა დღეს გიჟურ წვეულებაზე წასვლა არ არის საუკეთესო იდეა, მაგრამ საღი აზრის ფარგლებში ეს შესაძლებელია. თითოეული თავის შეყვარებულთან, მეუღლესთან ან ვისთანაც უნდათ.
აქ, ნაკრებში - არა, არ გამოვა, რადგან საწვრთნელ ბანაკში ვართ. როდესაც ფეხბურთელები კლუბების ლოკაციაზე არიან, სახლში სძინავთ. თუ სექსი აქვთ, თუ სჭირდებათ და ეს მომგებიანია, მაშინ საერთოდ არ ვღელავ. მე მომხრე ვარ, რომ მოთამაშეებმა იცხოვრონ მათთვის ნაცნობი, ჩვეული ცხოვრებით.
მე ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მე, როგორც ფეხბურთელი, კარგი... როცა შეგვეძლო, მე და ჩემი მეუღლე... ვაკეთებდით იმას, რაც აუცილებელი იყო“,
- განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩი 27 ნოემბერს გაიმართება.