კატარი 2022
Aa
Aa

„არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ“ - რა უთხრა რენარმა გუნდს შესვენებისას

პირველ ტურში საუდის არაბეთის ნაკრების გმირობამ მთელი მსოფლიო მოიარა. არგენტინელთა მარცხმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება ყველას აგრძნობინა.

ჰერვი რენარის მიმართ პრესა და სპეციალისტები საქებარ ფრაზებს არ იშურებს. ამჯერად კი საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ ახდენს ის არგენტინასთან მატჩის შესვენებისას ფეხბურთელთა მოტივირებას.

„მესი იღებს ბურთს მოედნის ცენტრში, თქვენ კი დგახართ და უყურებთ! ტელეფონებიც აიღეთ და მასთან ფოტოც გადაიღეთ!

ნუთუ არ გრძნობთ, რომ ამ თამაშის მოგება შეგვიძლია? არ გრძნობთ ამას? არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ! ბიჭებო, ეს მსოფლიო ჩემპიონატია! გაიღეთ ყველაფერი!“.

- უთხრა რენარმა ფეხბურთელებს.

რა თქვა რენარმა პრესასთან ამ მატჩის შემდეგ

„არგენტინასთან მატჩი რომ შევაჯამოთ, ვარსკვლავები ცაზე ჩვენს სასარგებლოდ განლაგდნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ არგენტინა ჯერ კიდევ ფანტასტიკური გუნდია. ისინი ამერიკის თასის ამჟამინდელი გამარჯვებულები არიან, კარგი მოთამაშეებით, მაგრამ ეს ფეხბურთია, ზოგჯერ ასეც ხდება. ეს არის ფეხბურთის გიჟური სამყარო.

წარმოიდგინეთ, ლიონელ მესი თამაშობს საუდის არაბეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის იტყოდა, რომ მუნდიალი კარგად უნდა დაიწყოს არგენტინამ და აუცილებლად მოიგოს. მაგრამ იცით? მისი მოტივაცია ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. მესის ბრაზილიასთან უფრო დიდი მოტივაცია ექნებოდა.

როცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოდიხარ, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

- განაცხადა რენარმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა