ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

ნაპოლიმ ამხანაგურები დაგეგმა - ხვიჩა გუნდს უბრუნდება

მსოფლიო ჩემპიონატის გამო პაუზაზე გასული „ნაპოლი“ საწვრთნელ შეკრებას ორშაბათიდან დაიწყებს და ხვიჩა კვარაცხელიას უახლოს დღეებში კლუბს შეუერთდება. ლუჩიანო სპალეტის გუნდი „კასტელ ვორნუტოში“ 29 ნოემბერს სრულად შეიკრიბება და დეკემბრის დასაწყისში კურსს თურქეთისკენ აიღებს, სადაც სეზონის განახლებისთვის დაიწყებს მომზადებას.

იტალიური მედიის ცნობით, გუნდმა უკვე ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მინიმუმ ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

თავდაპირველად, „ნაპოლი“ ანტალიაში 10-დღიან სავარჯიშო პროცესს გაივლის, მოედანზე კი 12 დეკემბრიდან დაბრუნდება. სპალეტის გუნდის პირველი მეტოქე „ანტალიასპორი“, ან „კარაგუმრუკი“  იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელიც ანდრეა პირლოა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ „პარტენოპეი“ ორივე მათგანს დაუპირისპირდეს. იტალიური მედიის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია შეხვედრა ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდ „კრისტალ პალასთან“. ყველა მატჩის გამართვის თარიღი ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება.

თურქული შეკრების დასრულების შემდეგ გუნდი კვლავ ნეაპოლში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ნაპოლი“ დიეგო მარადონას სტადიონზე ესპანურ „ვილიარელს“ დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩის ჩატარების თარიღიც ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

სასიხარულოა, რომ ამხანაგურ შეხვედრებში გუნდს ხვიჩა კვარაცხელიაც დაუბრუნდება, რომელიც მოედანზე გულშემატკივარს 2 ნოემბრის („ლივერპულთან“ თამაშის შემდეგ) აღარ უნახავს. 21 წლის ფეხბურთელმა ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“, თუმცა სეზონის განახლებისთვის 100%-ით მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს 4 იანვარს, „ინტერთან“ მატჩით განაახლებს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა
ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა