ნეიმარი, ტიტე
Aa
Aa

ტიტე ნეიმარის ტრავმაზე: „არ ინერვიულოთ, ამ მსოფლიოზე ითამაშებს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ „სელესაოს“ გულშემატკივრები დაამშვიდა. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის თავკაცმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნეიმარზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისთვის მუნდიალი არ დასრულებულა.

„არ ინერვიულოთ, ნეიმარი ამ მსოფლიოზე ითამაშებს. შეგიძლიათ, აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ, რომ ნეიმარი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ, ამ საკითხზე კომენტარი ბრაზილიის ეროვნული გუნდის ექიმმა გააკეთა და განაცხადა: „ნეიმარმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა. დრო არ გვქონდა, რათა ტრავმის სირთულე სრულფასოვნად შეგვეფასებინა, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ კოჭი ცოტათი გასიებულია. ახლა მნიშვნელოვანია პირველ 24 საათს დაველოდოთ და ვნახოთ, მკურნალობაზე რა რეაქცია ექნება“.

ცნობისთვის, ბრაზილია პირველ ადგილზე იმყოფება და შვეიცარიას ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უსწრებს. „სელესაო“ მომდევნო მატჩს სწორედ შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს და ეს 28 ნოემბერს მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რიშარლისონის ბრწყინვალე გოლი და დუბლი - ბრაზილიამ სერბეთი დაამარცხა
რიშარლისონის ბრწყინვალე გოლი და დუბლი - ბრაზილიამ სერბეთი დაამარცხა