მაგარი მომენტი - ვან გაალი ჩაეხუტა ჟურნალისტს, რომელიც მას ბავშვობიდან ქომაგობს
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ნიდერლანდების ნაკრები ეკვადორს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე, „ნარინჯისფრების“ თავკაცმა, ლუი ვან გაალმა პრესკონფერენცია გამართა და ერთმა „შეკითხვამ“ მასზე ძალიან იმოქმედა.
„ახალგაზრდა ჟურნალისტი ვარ, რომელიც კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს. თქვენთან შეკითხვები არ მაქვს, უბრალოდ მინდა, გითხრათ, რომ 3 წლის ასაკიდან თქვენი ფანი ვარ“, - უთხრა ვან გაალს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
ვან გაალზე ამ სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა და ჟურნალისტს ასე უპასუხა: „მინდა, მაგრად ჩაგეხუტო. ძალიან სასიამოვნოა ის, რაც მითხარი და არ ვხუმრობ. ასეთი რამ იშვიათად ხდება და მოგვიანებით, აუცილებლად უნდა ჩაგეხუტო“. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სიტყვა არ გატეხა. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, იგი ჟურნალისტთან მივიდა და ჩაეხუტა, ეს კადრები კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
Just Louis van Gaal hugging a fan journalist at the World Cup ???? ♥ pic.twitter.com/z9pFGHpZLT
— GOAL Africa (@GOALAfrica) November 24, 2022
შეგახსენებთ, რომ მისმა გუნდმა პირველი შეხვედრა სენეგალის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ნიდერლანდებისა და ეკვადორის დაპირისპირებას რაც შეეხება, მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 20:00-ზე გაიმართება.