რობერტო ბაჯო
Aa
Aa

რობერტო ბაჯო: „ერთი პენალტის გამო უამრავი რამ დავკარგე“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რობერტო ბაჯომ საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. „ცხენისკუდამ“ არიგო საკის იტალიის ნაკრები გაიხსენა და განაცხადა, რომ ერთი გაფუჭებული პენალტის გამო, უამრავი რამ დაკარგა.

არიგო საკის იტალიის ნაკრებზე და მაშინდელ ფეხბურთზე

„ეს ყველაზე რთული წლები იყო ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ჩემი მსგავსი როლი ჰქონდათ. ყველამ ზონურ მეურვეობას მიმართა. ეს კონცეფცია არიგო საკიმ შექმნა და მას ყველამ მიბაძა. ჩემნაირი ფეხბურთელისთვის, რომელსაც კონკრეტული და განსაზღვრული როლი არ ჰქონდა, ეს ურთულესი აღმოჩნდა. უბრალოდ შეხედეთ ჯანფრანკო ძოლას, მას ინგლისში წასვლა მოუწია, რათა სათამაშო დრო მიეღო. მწვრთნელებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. თუ შეხვდებით მწვრთნელს, რომელიც საკუთარ სისტემას ფეხბურთელებზე წინ აყენებს, ჩათვალე, რომ იბრძვი ომში, რომელსაც ვერასდროს მოიგებ, მოთამაშე კი, რომელიც მის პარამეტრებს არ შეესაბამება, გამღიზიანებელი ხდება“.

პენალტზე ბრაზილიასთან მატჩში

„მინდოდა, მეკარე მომეტყუებინა და სხვა მიმართულებით გამეშვა, მაგრამ ვიცოდი, რომ მას შესწავლილი ვყავდი, მე კი ხარიხის ოდნავ დაბლა, ძლიერად იქამდე არასდროს დამირტყამს. იმ მომენტის გონებიდან წაშლა შეუძლებელია. როცა მსოფლიო ჩემპიონატზე დავმარცხდი, ხელიდან ოქროს ბურთი და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც გავუშვი, ეს ყველაფერი კი ერთი პენალტის გამო მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ ბაჯომ პენალტი ბრაზილიასთან დაპირისპირებაში გააცუდა და მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - მესის არგენტინაში აკრიტიკებენ
ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - მესის არგენტინაში აკრიტიკებენ