კატარი 2022
Aa
Aa

ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგების ჩხუბი სასაფლაოზე - 2 პოლიციელი დაშავდა

ინდოეთის შტატ კერალაში ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი კვირა დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა. პოლიციამ საქმე დაუდგენელ პირებთან ბრძოლის მუხლით აღძრა.

ინციდენტი დარეგისტრირდა გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას ემთხვევა. არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების გულშემატკივართა ჯგუფები გაურკვეველი მიზეზით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარედ ქომაგებს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ორი გუნდის გულშემატკივრები ჯერ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, შემდეგ კი დროშებიდან ჯოხები მოხსნეს და დაპირისპირება ასე გააგრძელეს.

წყაროს ცნობით, დაკავებულია 22 ადამიანი და ამასთან ერთად, 2 პოლიციელი დაშავდა.


შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და არგენტინის გზები შესაძლოა ნახევარფინალში გადაიკვეთოს. საამისოდ ორივე მათგანმა ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა