110 დღე ველოსიპედით იარა, მაგრამ One Love წარწერის გამო სტადიონზე არ შეუშვეს
34 წლის კაცი, რომელიც ამსტერდამიდან კატარში ველოსიპედით ჩავიდა და ჯამში 6381 კილომეტრი გაიარა, მოგზაურობისთვის 110 დღე დასჭირდა - საბოლოოდ სტადიონზე არ შეუშვეს, რადგან მას მაისურზე One Love-ის წარწერა ჰქონდა.
როგორც მოგეხსენებათ, FIFA-მ LGBTQ+ თემის მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში ყველანაირი აქტივობა აკრძალა და კატარში მსგავსი რამ არ დაიშვება.
„მოუთმენლად ველოდებოდი დიდ, გიჟურ თავგადასავალს. მინდოდა ეს როგორმე სპორტთან კავშირში ყოფილიყო.
დოჰა შესანიშნავი ადგილია და მინდოდა მენახა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი, როგორც ამ თავგადასავლის სასიამოვნო ჯილდო.
ყველამ შეიძლება იფიქროს, რომ გიჟი ვარ. მეც გავიფიქრე: საიდან დავიწყო?
კატარში თუ ამას გააკეთებ დაგიჭერენ, სტადიონიდან გაგაგდებენ და შესაძლოა ქვეყნის დატოვებაც კი მოგიწიოს“.
- ამბობს ზემოხსენებული მამაკაცი.
შეგახსენებთ, რომ კატარში მსგავსი აქტივობებისთვის სამართალდამცავებს უფლება აქვთ ნებისმიერი ადამიანი დააკავონ. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობაც აგრესიულად არის განწყობილი და შესაძლოა მათი მხრიდან გაცილებით დიდი აგრესია წამოვიდეს.