კატარი 2022, ფერან ტორესი
Aa
Aa

ფერანი: პირველიდან ბოლო წუთამდე ისე ვითამაშეთ როგორც გვინდოდა

ესპანეთის ნაკრებმა კოსტა-რიკას 7:0 მოუგო და მუნდიალი ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო.

შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერან ტორესი იყო, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. „ბარსელონას“ შემტევმა მატჩის შემდეგ As-თან ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. შესვენებაზე უკვე შთამბეჭდავ შედეგს ვაფიქსირებდით, მაგრამ მეტი გვინდოდა, რადგან ასეთ შეჯიბრში ყველაფერს გოლები წყვეტს.

ვცდილობთ, პირველიდან 90-ე წუთზე ჩვენი სტილი გვეთამაშა და ისე ვითამაშოთ, როგორც ჩვენ გვინდოდა.

ახლა გერმანიის მატჩის ვიდეოს ვუყურებთ, ვეცდებით დღევანდელი თამაში იქ გადავიტანოთ სადაც გვინდა. არ ვიცი, ვართ თუ არა ჩემპიონობის კანდიდატები, მაგრამ ჩვენ გვინდა დიდ შედეგს მივაღწიოთ",

- განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ კვირას 27 ნოემბერს მეორე ტურის შეხვედრაში ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, ეს არ უნდა მომხდარიყო
ფლიკი: ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, ეს არ უნდა მომხდარიყო