ლუის ენრიკე, კატარი 2022
Aa
Aa

7:0 - ესპანეთმა კოსტა-რიკა გაანადგურა | გავის ისტორიული გოლი

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფმა ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია. გერმანიამ იაპონიასთან 1:2 წააგო. შემდეგ კი ესპანეთმა კოსტა რიკას ბევრისთვის მოულოდნელად 7:0 მოუგო. ალბათ უფრო სწორი იქნება, თვუ ვიტყვით გაანადგურა.

ლუის ენრიკეს გუნდმა ბევრი კრიტიკის მიღების შემდეგ, ყველა კრიტიკოსი დაადუმა.

ენრიკემ სათამაშო სქემაში ცვლილებები განახორციელა და ჩვეული 4-3-3 რიგ მომენტებში 3-5-2-ად შეცვალა, რამაც დაცვის ხაზი დაალაგა, გუნდს ბურთის კონტროლი კიდევ უფრო გაუმარტივა.

ესპანელთა დაცვის ცენტრში ლაპორტი-როდრი-ასპილიკუეტა თამაშობდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ფურია როხა ბურთს ფლობდა. "ჩელსის" კაპიტანს ამ სქემაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, რომელიც ეგრეთწოდებულ "პასიურ" მარჯვენა მცველს თამაშობდა. ფლანგებზე ალბა და ფერან ტორესი მაღლა აწეული მოქმედებდნენ. ნახევარდაცვის ცენტრში კი ბუსკეტსი-პედრი-გავის ტრიო. თავდასხმაში ოლმოსა და ასენსიო გადაადგილების მხრივ სრული თავისუფლება ჰქონდათ.

ამ ვარიაციამ კოსტა-რიკის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ნაკრები კიდევ უფრო დააბნია. „ფურია როხას“ მხრიდან გოლები ოლმომ, ასენსიომ, ფერან ტორესმა (2), გავიმ, სოლერმა და მორატამ გაიტანეს.

საინტერესო ფაქტები

ესპანელებმა მუნდიალების ისტორიაში 7 გოლი ერთ შეხვედრაში პირველად გაიტანეს.

კოსტა რიკამ გაიმეორა მსოფლიო ჩემპიონატის ანტირეკორდი, რომელიც 1990 წელს თავადვე დაამყარეს - მაშინ ბრაზილიის წინააღმდეგ არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ. ამჯერად კი იგივე შედეგი ესპანეთთან გაიმეორეს. ამ სტატისტიკის თვლა 1966 წლიდან მიმდინარეობს.

გავი მუნდიალების ისტორიაში პელეს შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა (18 წლისა და 110 დღის) ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. ლეგენდარული ბრაზილიელი 1958 წელს 17 წლისა და 249 დღის იყო, როდესაც შვედეთს გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში (27 ნოემბერი) გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება და ვერმოგების შემთხვევაში, შესაძლოა მუნდიალზე ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს