ტიტე, კატარი 2022
Aa
Aa

ტიტე მატჩის წინ: არგენტინის მარცხმა დამაფიქრა, სუსტი მეტოქე არ არსებობს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთთან მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა და თავისი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა, ასევე არგენტინელთა სენსაციურ მარცხსაც შეეხო.

„ჩემი სტანდარტული პრინციპია ფეხბურთელების მახასიათებლებთან ადაპტირება. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან არ მოეწონოს ეს.

ჩვენ ყველაზე მეტ გოლს ვიტანთ და ყველაზე ნაკლებს ვუშვებთ. ახლა უფრო მშვიდად ვარ, თუმცა ქვეყნის საფეხბურთო კულტურის გამო გუნდზე ზეწოლა აშკარად არის.

ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სტილს, ასევე ჩვენც პატივი უნდა ვცეთ მეტოქეს.

გუნდის შემადგენლობას არ დავასახელებ, რომ მეტოქეებს უპირატესობა არ მივცე. ახლა ასე არ ვნერვიულობ, როგორც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის წინ. მე უფრო მშვიდი ვარ.

მუნდიალის მოგებაზე ოცნება შესანიშნავია, მაგრამ ყველა ღონე უნდა გამოიყენო, რადგან სხვა გუნდებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. საუდის არაბეთთან არგენტინის დამარცხებამ დამაფიქრა. მუნდიალზე ადვილი თამაშები არ არსებობს“,

- ციტირებს ტიტეს სიტყვებს Calciomercato.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიულერი: “წაგებით დაწყება სასაცილოა“
მიულერი: “წაგებით დაწყება სასაცილოა“