გერმანია, ტომას მიულერი, იაპონია
Aa
Aa

მიულერი: “წაგებით დაწყება სასაცილოა“

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. არგენტინის მსგავსად, ბუნდეს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელთა ნახევარმცველმა ტომას მიულერმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მიულერმა?

„ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. უპირატესობა გოლად უნდა აქციო. საკმარისად ეფექტურები არ ვიყავით. წაგებით დაწყება სასაცილოა. თუ გავითვალისწინებთ როგორ გავუშვით გოლები, მაშინ ვიტყვით, რომ წაგება დავიმსახურეთ.

დამარცხების აღიარება არასდროს არის ადვილი. მიუხედავად ამისა, ობიექტურები უნდა დავრჩეთ. რაც დღეს მოხდა, ამის გაანალიზება უფრო რთულია, ვიდრე აღიარება. ვიმეორებ, თუ ეფექტურები არ ვიქნებით არაფერი გამოგვივა.“

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ესპანეთის და კოსტა რიკის ნაკრებები ასპარეზობენ. ამ წაგების შემდეგ, გერმანიას 0 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლისთვის მძიმე ბრძოლა მოუწევს. მეორე ტურში ბუნდეს ნაკრები „ფურია როხას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
One Love სამკლავურის აკრძალვის გამო დანია FIFA-ს დატოვებას გეგმავს
One Love სამკლავურის აკრძალვის გამო დანია FIFA-ს დატოვებას გეგმავს