ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, ეს არ უნდა მომხდარიყო

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა იაპონიასთან სენსაციურ მარცხზე ისაუბრა.

„ნიკლას ზიულე უბრალოდ უფრო ფრთხილად უნდა იყოს. მან იაპონელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში ვერ დატოვა, რადგან ორი-სამი დამატებითი ნაბიჯი გადადგა. დღეს ინდივიდუალური შეცდომების დაშვების გამო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწია.

პირველ ტაიმში ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. იაპონიამ ეფექტურობით დაგვამარცხა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ჩვენ მიერ დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები არ უნდა მომხდარიყო. ვიცოდით, რომ იაპონია სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაზე და დღეს მათ ეს გააკეთეს. ახლა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ექვსი ქულის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ ისინი - და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ".

- შეცვლებმა გუნდის რიტმი დაარღვია?

„უბრალოდ გვინდოდა ახალი ენერგიის დამატება. თომას მიულერს დიდი ხანია არ უთამაშია, ამიტომ სწორი იყო. ინდივიდუალური შეცდომები არ უნდა დაგვეშვა, მაგრამ დავუშვით. ამიტომაც დავმარცხდით“,

- თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანია მეორე ტურში ესპანეთს შეხვდება და ვერმოგების შემთხვევაში შესაძლოა მუნდიალზე ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩნენ.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      საუდის არაბეთის მწვრთნელი: ვარსკვლავები ცაზე ჩვენს სასარგებლოდ განლაგდნენ
      საუდის არაბეთის მწვრთნელი: ვარსკვლავები ცაზე ჩვენს სასარგებლოდ განლაგდნენ