გერმანია, იაპონია
Aa
Aa

მორიგი სენსაცია - იაპონიამ გერმანია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. არგენტინის მსგავსად, ბუნდეს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

პირველი ნახევრის განმავლობაში ფლიკის შეგირდები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. ანგარიში 33-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ილქაი გიუნდოგანმა გახსნა. გერმანიას, რა თქმა უნდა, უფრო მყარი უპირატესობა სჭირდებოდა და შეტევაში გააქტიურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰავერცმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა.

მეორე ტაიმში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. გერმანელები აქტიურობდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, იაპონელთა კარის დარაჯმა, ერთი წუთის განმავლობაში 4 ბურთი მოიგერია.

75-ე წუთზე დოანმა წონასწორობა აღადგინა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა. ბუნდეს ნაკრები მოსაგებად წავიდა და დაცვაზე დიდად აღარ ფიქრობდა. სწორედ ამის გამო, ფლიკის გუნდს კონტრ-შეტევა გამოეპარა, რითიც 83-ე წუთზე ტაკუმა ასანომ ისარგებლა და ნოიერის კარი აიღო.

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ესპანეთის და კოსტა რიკის ნაკრებები ასპარეზობენ. ამ წაგების შემდეგ, გერმანიას 0 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლისთვის მძიმე ბრძოლა მოუწევს. მეორე ტურში ბუნდეს ნაკრები „ფურია როხას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული დატვირთვით ივარჯიშა - კეინს პრობლემა არ აქვს
სრული დატვირთვით ივარჯიშა - კეინს პრობლემა არ აქვს