ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

“როგორც კარგი ღვინო“ - ჟირუმ თავისი ფიზიკური ფორმა შეაფასა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საფრანგეთი ავსტრალიას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც „მამლებში“ გატანილი გოლების რაოდენობით ტიერი ანრის შედეგი გაიმეორა.

მიღწეულ შედეგზე და ისტორიულ მომენტზე, „მილანის“ თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჟირუმ?

„ძალიან ბევრს ნიშნავს ყოფნა ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ტიერი ანრის გვერდით ყოფნა. ეს დაუჯერებელია.. მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთეს დასაწყისს ვერც კი წარმოვიდგენდით. ფეხბურთს იქამდე ვითამაშებ, სანამ ამის საშუალებას ჩემი სხეული მომცემს.

მე კონკურენტუნარიანი, მშიერი და ძალიან ვნებიანი ვარ. სანამ თავს კარგად ვგრძნობ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რამდენიმე მეგობარმა ჩემი თამაში ასე შეაფასა: „როგორც კარგი ღვინო“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი დარჩა გასამართი. დეშამის შეგირდები 26 ნოემბერს დანიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ნოემბერს ტუნისს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს