კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

CR7 - ლოჩოშვილის კრემონეზეს ორიგინალური პოსტი

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სოციალურ ქსელებში ორიგინალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ერთი შეხედვით, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს უკავშირდება. იტალიური კლუბის ვიდეოში რონალდუს ინიციალებს, CR7-ს ვხედავთ და რამდენიმე წამია საჭირო, რათა გავიგოთ, რეალურად რა ხდება.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში პორტუგალიელზე ბევრი იწერება და მან „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოფიციალურად დატოვა. კრიშტიანუს გაფორმება უსასყიდლოდაა შესაძლებელი, მაგრამ „კრემონეზეს“ ზემოთ ხსენებული ინიციალებით მისი ტრანსფერი არ დაუდასტურებია. CR7 „ლა კრემოსა“ და მის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ ასპარეზობას უკავშირდება.

CR „კრემონეზეს“ სახელის პირველი ორი ასოა, ხოლო 7 იმ ქულების რაოდენობაა, რაც ლოჩოშვილის გუნდს სერია A-ში აქვს დაგროვებული. „პოზიცია, რომლის გასაუმჯობესებლადაც ყველაფერს ვიზამთ. მიზანი, რომლის მიღწევაც გვინდა. წინ კრემონა!“, - ნათქვამია „კრემონეზეს“ პოსტში და იგივე სტილში სხვა კლუბების შედეგებიცაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ 15 შეხვედრის შემდეგ, „ლა კრემოს“ ანგარიშზე 7 ფრეა და ლუკა და კომპანია სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილს იკავებენ. მომდევნო მატჩი მათ 4 იანვარს, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან ახალი რეალობა და ეპოქა შექმნა“ - EJU-ს სტატია შოთა ჩოჩიშვილზე
„მან ახალი რეალობა და ეპოქა შექმნა“ - EJU-ს სტატია შოთა ჩოჩიშვილზე