ლიონელ მესი, დიეგო მარადონა
Aa
Aa

„ვინც მესის და მარადონას ერთმანეთს ადარებს, ფეხბურთი არ ესმის“

უმცროსმა დიეგო მარადონამ Radio Marte-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრების სენსაციური მარცხით განადგურებულია.

„არგენტინის ნაკრების მარცხით განადგურებული ვარ. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა. საუდის არაბეთთან მარცხი სიგიჟეა. ზოგჯერ ფეხბურთში გაცილებით სუსტ მეტოქესთან მარცხდები. ვფიქრობ, არგენტინის ნაკრებს თავდაჯერება აკლდა“.

შეგახსენებთ, კატარი 2022-ის პირველ ტურში არგენტინა მესის გოლით საუდის არაბეთს ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში „ქამბექი“ შედგა, საუდის არაბეთმა 2 გოლი შეაგდო, თამაში შემოატრიალა და სენსაციურად გაიმარჯვა.

უმცროსი დიეგოს აზრით, მესისა და მარადონას ერთმანეთთან შედარებას ის ხალხი აკეთებს, ვისაც ფეხბურთი არ ესმის.

„მესისა და მამას ერთმანეთს ის ხალხი ადარებს, ვინც ვერ ხედავს და ფეხბურთი არ ესმის. ჩვენ ორ განსხვავებულ პლანეტაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არ მინდა მესის ხაზი გადავუსვა“.

საინტერესოა, რომ მუნდიალის დაწყებამდე 1 თვით ადრე, უმცროსმა დიეგო მარადონამ შემდეგი რამ თქვა: „კაცობრიობის ისტორიაში მესი საუკეთესოა, მე მას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მამა ადამიანი არ იყო, ეს არის განსხვავება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოჩოა: „ამაზე 1 თვე ვმუშაობდი, ლევანდოვსკის 50-ზე მეტი ვიდეო ვნახე“
ოჩოა: „ამაზე 1 თვე ვმუშაობდი, ლევანდოვსკის 50-ზე მეტი ვიდეო ვნახე“