კრიშტიანუ რონალდუ, ლონდონის ჩელსი
Aa
Aa

ჩელსი გამოირიცხა - არისტოკრატთა გეგმებში რონალდუ არაა

Telegraph-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ კრიშტიანუ რონალდუს დამატებას არ გეგმავს. „არისტოკრატების“ გეგმებში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ნახევარდაცვისა და დაცვის გაძლიერება შედის. ლონდონური კლუბის მფლობელს, ტოდ ბოელს რონალდუს დამატება ნამდვილად სურდა, თუმცა ახლა მისი გეგმები შეიცვალა, სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული.

მას შემდეგ რაც „მან. იუნაიტედმა“ დაადასტურა, რომ რონალდუსთან თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, CBS-ის ჟურნალისტმა ბენ იაკობსმა დაწერა, რომ „ჩელსი“ კრიშტიანუთი დაინტერესებული იყო, თუმცა Telegraph-მა ეს შესაძლებლობა გამორიცხა.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ პრემიერ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. ევროპა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და რონალდუს ახალ გუნდში ვიხილავთ.

პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ცხადი გახდა, რომ 37 წლის ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებს“ დატოვებდა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა კლუბის მმართველები და მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მწვავედ გააკრიტიკა:

„მან. იუნაიტედში“ მიღალატეს, აქ პატივს არ მცემენ, ეს მხოლოდ ამ სეზონში არ დაწყებულა, გასულ სეზონშიც ასე იყო. პატივისცემა არ მაქვს ერიკ ტენ ჰაგის მიმართ, რადგან მან არ აჩვენა პატივისცემა ჩემს მიმართ. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მეც ანალოგიურად ვპასუხობ.

რაც სერ ალექს ფერგიუსონი გუნდიდან წავიდა, კლუბი არ განვითარებულა. პროგრესი იყო ნული. მან კარგად იცის, რომ გუნდი სწორ გზაზე არ დგას. პირები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, ბრმები არიან, მაგრამ მე მინდა, რომ ქომაგებმა სიმართლე იცოდნენ, კლუბისთვის საუკეთესო მინდა და სწორედ ამიტომ დავბრუნდი „მან. იუნაიტედში“. ეს კლუბი პირველ ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, საინტერესოა, თუ როგორ გაუშვეს სულშერი და შემდეგ რანგნიკი დანიშნეს, ეს ვერავინ გაიგო, თუ რატომ მოიქცნენ ასე. რანგნიკი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. გაოცებული არა მარტო მე, მთელი მსოფლიო დარჩა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრობლემები ინგლისის ნაკრებში - ჰარი კეინმა შესაძლოა აშშ-სთან იუქმოს
პრობლემები ინგლისის ნაკრებში - ჰარი კეინმა შესაძლოა აშშ-სთან იუქმოს