ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ალესიო ტაკინარდი
Aa
Aa

ტაკინარდი: „ოსიმენი და ხვიჩა სამი ათასჯერ უფრო ძლიერები დაბრუნდებიან“

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. მისი თქმით ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის რეალური კონკურენციის გაწევა მხოლოდ ტურინის „იუვენტუსს“ შეუძლია. 47 წლის სპეციალისტი tuttojuve-ს ესაუბრა:

„ერთადერთი გუნდი, რომელსაც „ნაპოლისთვის“ კონკურენციის გაწევა და მისი შეწუხება შეუძლია, ტურინის „იუვენტუსია“. „აძურის“ ამ სეზონში რაღაც განსაკუთრებული აქვს, საუბრობენ „ნაპოლის“ შესაძლო კრახზე, მაგრამ მე ამაში დაწმუნებული არ ვარ. „ნაპოლი“ ის გუნდი არაა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავს. გუნდის ლიდერები, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია დაისვენებენ და სამი ათასჯერ უფრო ძლიერები დაბრუნდებიან. ეს მოთამაშეები გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ.

მინდა „იუვენტუსი“ ისევ ისეთი გუნდი ვნახო, როგორიც მუნდიალის დაწყებამდე, სერია ა-ს ბოლო თვეში იყო. გასულ თვეებში გუნდი იმედს ვერ ამართლებდა, თუმცა ბოლო თვეში მენტალური სიძლიერე აჩვენა“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ 41 ქულით პირველ ადგილზეა, „მილანი“ 33 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო ტურინის „იუვენტუსის“ აქტივში 31 ქულაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა სერია ა-ში ბოლო ექვსი შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილზეა.

ტაკინარდის მიერ ხსენებული ვიქტორ ოსიმენი 9 გოლით სერია ა-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta ხვიჩაზე: სოციალურად აქტიური არაა, მაგრამ მალე მილიონ გამომწერს მიაღწევს
Gazzetta ხვიჩაზე: სოციალურად აქტიური არაა, მაგრამ მალე მილიონ გამომწერს მიაღწევს