ენტონი დევისი
Aa
Aa

ენტონი დევისის ისტორიული საღამო - ლეიკერსმა ფინიქსთან მაინც წააგო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია „ფინიქს სანსთან“ შეწყდა. ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოასპარეზე „ლეიკერსმა“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მაინც დამარცხდა - 105:115.

ლებრონ არყოფნაში „ლეიკერსს“ ენტონი დევისმა ულიდერა, რომელსაც ისტორიული საღამო ჰქონდა. „ეიდიმ“ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და აქტივში 37 ქულა, 21 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 5 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. იგი ჩარლზ ბარკლის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც მატჩი მინიმუმ 35 ქულით, 20 მოხსნითა და 5 ჩაჭრით დაასრულა, გარდა ამისა, იგი NBA-ის ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც მინიმუმ 35 ქულა, 20 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 დაფარება ჰქონდა.

„სანსმა“ დევისის დომინაცია გუნდური თამაშითა და კარგი დაცვით გაანეიტრალა. არიზონელთა მხრიდან 25-25 ქულით ბუკერი და ბრიჯისი გამოირჩნენ. დეანდრე ეიტონს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 14 ქულა, 15 მოხსნა. დუეინ ვაშინგტონმა 15 ქულა გაიფორმა, ხოლო კემერონ პეინმა 11 ქულა და 7 ასისტი გააკეთა.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 5 მოგება და 11 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილს იკავებს. „ფინიქსის“ ანგარიშზე 11 მოგება და 6 მარცხია და „სანსი“ პირველ პოზიციაზე იმყოფება. „ფინიქსს“ მომდევნო შეხვედრა „დეტროიტთან“ ელის, „ლეიკერსს“ – „სან ანტონიოსთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟირუმ ანრის რეკორდი გაიმეორა - საფრანგეთმა გამარჯვებით დაიწყო
ჟირუმ ანრის რეკორდი გაიმეორა - საფრანგეთმა გამარჯვებით დაიწყო