ხმათა უმრავლესობით - სანდრო თოდუას ლელო ტურის საუკეთესოდ დასახელდა
ნოემბრის ტესტ-მატჩებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა. „ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად უელსი 13:12 დაამარცხეს და მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი საფეხურით მაღლა აიწიეს.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდიდან ერთადერთი ლელო სანდრო თოდუამ დადო. Autumn Nations Series-მა გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელი ლელო იყო საუკეთესო მესამე ტურში. ხმათა უმრავლესობით კი საუკეთესო სწორედ ქართველის ლელო დასახელდა.
???? Alexander Todua's catch and finish has been voted the Try of the Round ????#AutumnNationsSeries | @GeorgianRugby@GeorgianRugby pic.twitter.com/afiuq4ivdT
— Autumn Nations Series (@autumnnations) November 22, 2022