გერმანია, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“დაგვემუქრნენ, მთელი გუნდი შოკში იყო“ - ფლიკი One Love სამკლავურის აკრძალვაზე

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანია იაპონიას დაუპირისპირდება. ბუნდეს ნაკრების გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია One Love სამკლავურის აკრძალვის გამო ჩივილს აპირებს.

მატჩის წინ, ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ბევრ საკითხს შეეხო, რომელიც საკმაოდ აქტუალურია.

ფლიკი:

„გვინდოდა, რომ One Love სამკლავურის გაკეთებით უმცირესობისთვის მხარი დაგვეჭირა, მაგრამ დაგვემუქრნენ. FIFA სანქციებით დაგვაკისრა. თუ რაიმე კამპანიის წარმოება გვსურს, ჯგუფურად უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა, ამის აკრძალვა გუნდისთვის შოკი იყო. მხარდაჭერა ჩვენი ვალია, რომელსაც ყველასგან ველი. ჩვენ შესაბამისი რეაქციის დრო არ გვქონდა. ფედერაციისგან მკაფიო შეტყობინება მივიღეთ და მივიღეთ ის, რაც ახლა გვაქვს. ვწუხვარ, რომ ადამიანების უფლებებს ვერ ვიცავთ.

მიუხედავად ამისა, მატჩს პოზიტიურად ვხვდებით. რამდენიმე კარგი და სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ. სანემ ტრავმა მიიღო და ეს პრობლემაა, მაგრამ მისი შემცვლელი გვყავს. მუნდიალის გამარჯვებით დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ გერმანია ჯგუფში ესპანეთთან, იაპონიასთან და კოსტა რიკასთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს ფლიკის შეგირდები 23 ნოემბერს იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Adidas One Love სამკლავურზე უარის თქმას გაგებით მოეკიდა
Adidas One Love სამკლავურზე უარის თქმას გაგებით მოეკიდა