ედი ჯონსი
Aa
Aa

ედი ჯონსი ბორჯღალოსნების თავკაცად? - სად წავა ლეგენდარული სპეციალისტი

ინგლისის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯონსი პოსტის დატოვებასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებას განიხილავს. ცნობილი ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, ავსტრალიელი სპეციალისტი მოლაპარაკებებს აშშ-ს ნაკრებთან აწარმოებს და შესაძლოა, მათთან 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

ავსტრალიური პრესის ინფორმაციით, ჯონსთან თანამშრომლობის სურვილი „ამბიციურ“ საქართველოსაც აქვს, რომელმაც წლეულს, ექვსი ერის ორი მონაწილე, იტალია და უელსი დაამარცხა. თუმცა, Daily Mail-ი იუწყება, რომ ქართულ მხარეს ჯონსის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდება, რის გამოც, „ბორჯღალოსნები“ ფავორიტთა შორის არ არიან.

ჯონსი ინგლისის ნაკრებს 2015 წლიდან წვრთნის. 2019 წელს, მან განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კარიერას დაასრულებდა, თუმცა ვითარება შეიცვალა და ბრიტანელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მან ინგლისი ფინალში გაიყვანა, სადაც სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა.

საინტერესოა, რომ Daily Mail-ის მიხედვით, ჯონსისთვის აშშ-ს ნაკრების ჩაბარება შესაძლოა, სერიოზული რისკი აღმოჩნდეს, რადგან „არწივები“ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ და ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან. ცნობისთვის, აშშ-ს პორტუგალიამ აჯობა, რომელიც ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 საფეხურით წინ - საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდა
1 საფეხურით წინ - საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდა