პიერლუიჯი კოლინა, კატარი 2022
Aa
Aa

„ეს მუნდიალის დაწყებამდე ვთქვი“ - კოლინა არბიტრთა მიერ დამატებულ წუთებზე

FIFA-ს მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილმა არბიტრმა პიერლუიჯი კოლინამ მიმდინარე მუნდიალზე ისაუბრა. კერძოდ, მისი საუბარი იმ საკითხს შეეხო, რომ არბიტრები თამაშს დიდ დროს უმატებენ, რასაც ქომაგთა გაკვირვება მოჰყვა. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ეს ლოგიკურია, რადგან არბიტრები ცდილობენ იმდენივე დრო დაამატონ, რამდენიც თამაშის მიმდინარეობისას სხვადასხვა მიზეზების გამო დაიკარგა.

პიერლუიჯი კოლინა: „ჩვენ ვთქვით, რომ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეულ ტაიმს 5, 6, 7 ან კიდევ უფრო მეტი წუთი დაემატებოდა. ერთი გოლის აღნიშვნას დაახლოებით წუთი ან წუთნახევარი სჭირდება. თუ ტაიმში სამი გოლი გავა, ეს ნიშნავს, რომ არბიტრმა 5 წუთი მაინც უნდა დაამატოს. ამიტომ გვინდა, იმდენივე დრო დავამატოთ, რამდენიც რეალურად დავკარგეთ. თუ გულშემატკივარს სურს, რომ მაქსიმალურად მეტი ფეხბურთი იხილოს, მაშინ ამისთვის მზად უნდა იყოს.

რუსეთის მუნდიალზე მსაჯის მიერ დამატებული წუთები გაიზარდა და ეს ტენდეცია პირველად კატარის მუნდიალზე არ ხდება“.

ინგლისი-ირანის მატჩის მთავარმა მსაჯმა ორივე ტაიმის ჩათვლით საერთო ჯამში 24 წუთი დაამატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1966 წლის შემდეგ - თარემის და კლაასენის რეკორდი მუნდიალზე
1966 წლის შემდეგ - თარემის და კლაასენის რეკორდი მუნდიალზე