კატარი 2022, აშშ-ის საფეხბურთო ნაკრები, უელსის საფეხბურთო ნაკრები, ტიმოტი ვეა
Aa
Aa

აშშ-მ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - ბეილმა უელსი მარცხისგან იხსნა

კატარი 2022-ის B ჯგუფში აშშ-უელსის საფეხბურთო დაპირისპირება ალ რაიანში, „აჰმადი ბინ ალიზე“ გაიმართა. პირველ ტაიმში აშშ დიდ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშიც გახსნა, თუმცა შესვენების შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში 36-ე წუთზე ტიმოთი ვეამ გახსნა, რომელიც პულიშიჩის საგოლე გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი შეაგდო. 22 წლის თავდამსხმელისთვის სადებიუტო მუნდიალია.

მეორე ტაიმში უელსის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. გარეტ ბეილმა პენალტი გამოიმუშავა და 82-ე წუთზე ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ამავე ჯგუფში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ირანი 6:2 გაანადგურა.

პირველი ტურის შემდეგ ინგლისი 3 ქულით პირველ ადგილზეა, აშშ-სა და უელსის აქტივში 1 ქულაა, ხოლო ირანი 0 ქულით აუტსაიდერია.

მეორე ტურში ინგლისი-აშშ-სა და უელსი-ირანის საფეხბურთო დაპირისპირებები გაიმართება (25 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: “ეს ჩემი ოცნების ასრულების ბოლო შანსია“
მესი: “ეს ჩემი ოცნების ასრულების ბოლო შანსია“