მეჰდი ტარემი
Aa
Aa

1966 წლის შემდეგ - თარემის და კლაასენის რეკორდი მუნდიალზე

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ინგლისმა ირანი 6:2 გაანადგურა, ხოლო ნიდერლანდებმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა სენეგალი.

„სამი ლომის“ მატჩის მეორე ტაიმს მთავარმა არბიტრმა 10 წუთი დაამატა. კომპენსირებულ დროში მეჰდი თარემიმ ინგლისს პენალტის ნიშნულიდან გაუტანა.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მეორე მატჩშიც. მსაჯმა ნიდერლანდებისა და სენეგალის შეხვედრას 8 წუთი დაამატა. კლაასენმა კი მეცხრე წუთზე გაიტანა.

სტატისტიკური გამოცემა OPTA ახალ რეკორდზე გვიყვება. 1966 წლის შემდეგ, დღეს გატანილი ორი გოლი არის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე გვიან გატანილი ორი გოლი.

თარემიმ თავი 102-ე წუთზე და 30-ე წამზე გამოიჩინა, რაც აბსოლუტური რეკორდია, ხოლო ნიდერლანდელმა შემტევმა 98-ე წუთზე და მე-17 წამზე.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ინფანტინო: „მინდოდა, ჩრდ. კორეას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემასპინძლა“
ინფანტინო: „მინდოდა, ჩრდ. კორეას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემასპინძლა“