ინფანტინო: „მინდოდა, ჩრდ. კორეას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემასპინძლა“
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რამდენიმე წლის წინ ინფანტინოს სურდა, რომ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სამხრეთ კორეასთან ერთად ჩრდილოეთ კორეას ემასპინძლა.
„ჩვენ ფეხბურთის ხალხი ვართ, პოლიტიკოსები არ ვართ, გვსურს, რომ ხალხი გავაერთიანოთ. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია საფეხბურთო ღონისძიების მასპინძლობა. მათ შორისაა ჩრდილოეთ კორეა...
ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ერთმანეთის უნდა გვესმოდეს, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ყველანი განსხვავებულები ვართ.
რამდენიმე წლის წინ, ჩრდილოთ კორეაში ჩავედი და ვიკითხე, მზად იყვნენ თუ არა, რომ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამხრეთ კორეასთან ერთად ემასპინძლათ“.
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ევროპელების მხრიდან კატარის კრიტიკაზე ისაუბრა.
„ევროპელები სხვებს ბევრ, ბევრ გაკვეთილს ასწავლიან. მე ვარ ევროპელი. მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ ევროპელები მთელ მსოფლიოში ბოლო 3 ათასი წლის განმავლობაში ვაკეთებთ, ამისთვის მომდევნო 3 ათასი წელი ბოდიში უნდა მოვიხადოთ, სანამ სხვა ადამიანებს ზნეობას ვასწავლიდეთ.
ვინ ზრუნავს რეალურად მუშებზე? ფიფა, ფეხბურთი, მსოფლიო ჩემპიონატი და, გულწრფელად რომ ვთქვათ, კატარიც. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ღონისძიებაზე, სადაც ავუხსენით რას ვაკეთებთ შშმ პირებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე“.